Saturday, June 28, 2014
ჩემი პროექტის იდეა
ბოლო პერიოდში შეიმჩნევა ბუნებრივი კატასტროფების დროსა და სივრცეში მოხშირება,რაც გამოწვეულია კლიმატის გლობალურ ცვლილებასთან,მიწისძვრების გახშირებასთან და რაც მთავარია ადამიანის ინტენსიურ (ხშირად არასწორ) საქმიანობასთან.მოსწავლეები შეიძლება ჩასწვდნენ არა მხოლოდ ნებისმიერი საფრთხის აზრს,არამედ გააცნობიერონ,რომ საფრთხის თავიდან აცილება კოლექტიური პასუხისმგებლობაა და უპირველეს ყოვლისა,საკუთარი სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობაა.მნიშვნელოვანია,რომ კატასტროფებთან დაკავშირებულ რისკების შემცირება იქცეს გადაწყვეტილების მიღების უწყვეტი პროცესის ნაწილად,უსაფრთხო ქცევის წესების სწავლებით.მოსწავლეები მიხვდებიან რომ კატასტროფით გამოწვეული ზიანის შემცირება შესაძლებელია,თუ მოსახლეობა კარგადაა ინფორმირებული,რისი გაკეთებაა შესაძლებელი რისკების შესამცირებლად.მოსწავლეები მოაგროვებენ ინფორმაციას საქართველოს ბუნებრივ-კატასტროფულ მოვლენებზე,შეეცდებიან გამომწვევი მიზეზების დადგენას და შეეცდებიან მოძებნონ გზები თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება,გააკეთებენ პრეზენტაციას აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით,რისკების შესამცირებლად მოსახლეობის ინფორმირების მიზნით შექმნიან სპეციალურ ბუკლეტებს.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
პროექტის იდეაში კარგად ჩანს მისი აქტუალურობა,პრობლემა,მისი გადაჭრის გზები.ჩემი აზრით, იდეა უფრო სრულყოფილი და ნათელი იქნებოდა,თუ გააშუქებდით მოსწავლეების აქტივობებს.
ReplyDeleteაუცილებლად გავითვალისწინებ თქვენს მითითებებს.დიდი მადლობა.
ReplyDeleteკარგია ამ პროექტის განხორციელება ,რადგან მოსწავლეები თვითონ მიუთითებენ თანატოლებს ბუნების დაცვისკენ,შესაბამისად პროექტის მონაწილეები უკეთესად გაეცნობიან შემდგომი კატაკლიზმები თუ როგორ აიცილონ თავიდან.
ReplyDelete