Saturday, July 19, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს ტრენინგის ბოლო დღეა.შევაჯამეთ მთლიანი ტრენინგი,მოვახდინეთ საკუთარი პორთფოლიოების პრეზენტაცია,მოვუსმინეთ ერთმანეთს,გავაკეთეთ კომენტარები.უზომოდ კარგი ტრენინგი იყო,ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ლალის.

Friday, July 18, 2014

მერვე დღის რეფლექსია

დღეს მოვახდინეთ დიფერენცირებული სწავლების კითხვარის შესწავლა და შევსება,განვიხილეთ ფასილიფიკაციის ნიმუშები,ჩეკილისტის საშუალებით შევამოწმეთ და მოვაწესრიგეთ ჩვენი პორტფოლიო და ავტვირთეთ ჩვენს ბლოგზე.

Thursday, July 17, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე,მოვახდინეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის ადაპტირება.შევავსეთ შეფასების დაგეგმვის ცხრილი.ძალიან ნაყოფიერი დღე იყო.

Saturday, July 5, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი,რომელიც ავტვირთეთ ბლოგზე,ინტერნეტის საშუალებით მოვიძიეთ ფოტო და აუდიო ვიდეომასა.ვისწავლეთ ბლოგის დიზაინის შეცვლა და ბლოგში გვერდების ჩასმა.ძალიან საინტერესო და დამღლელი დღე იყო.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

Friday, July 4, 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

შევქმენით შეფასების რუბლიკები,რომელიც განვათავსეთ გეგმის შაბლონში.გავიმეორეთ პრეზენტაციის ატვირთვა ინტერნეტში.

Thursday, July 3, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

დღე დავიწყეთ გამეორებით,დავხვეწეთ პროექტის მიზნები და ამოცანები,ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე,ავაწყეთ პრეზენტაცია რომელიც ავტვირთეთ ბლოგზე.

პორტფოლიოს პრეზენტაცია

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

   
      ზოგადი:

  • უნდა გავაკეთოთ თუ არა ყველაფერი რაც შეგვიძლია?

      თემატური:

  •  როგორ შეიძლება ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირება?   
   
        შინაარსობრივი:

  •  რა არის ბუნებრივი კატასტროფები?

  • რა ზიანი მოაქვს ბუნებრივ კატასტროფებს?

 

Wednesday, July 2, 2014

პროექტის მიზანი და ამოცანები

მოსწავლეები შეძლებენ:

 • მოსწავლეები შეძლებენ თავისუფალ პიროვნებად და პასუხიმგებლობის მქონე მოქალაქედ ჩამოყალიბებას,დაეხმარება მოსწავლეს მსოფლიო კონტექტში გაიაზროს საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი,კულტურული,ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები.

• მოსწავლე იგებს,როგორ ბუნებრივ გარემოში ცხოვრობს და რა ზიანი შეიძლება მიაყენოს გარემოს ადამიანს ამა თუ იმ მოქმედების,როგორ შეინარჩუნონ და დაიცვან ბუნებრივი გარემო.

• მოსწავლეს უვითარდება ინფორმაციის დაუფლების პარალელურად უვითარდება სპეციფიკური და ზოგადი უნარ-ჩვევები,უყალიბდება მაღალი ზნეობრივი ღირებულებები.

 • მოსწავლე შეძლებს მოაგროვოს ინფორმაცია საქართველოს ბუნებრივ-კატასტოფულ მოვლენებზე.

• მოახდენენ მოპოვებული მასალის პრეზენტირებას.

 • შექმნიან პუბლიკაციებს.

მე-3 დღის რეფლექსია

დავიწყეთ მეორე მოდულზე მუშაობა.დღე დავიწყეთ გამეორებით,დავხვეწეთ ჩვენი იდეები და ჩვენი პროექტის იდეები გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.ვიმუშავეთ პროექტის შაბლონზე.

Saturday, June 28, 2014

ჩემი პროექტის იდეა

ბოლო პერიოდში შეიმჩნევა ბუნებრივი კატასტროფების დროსა და სივრცეში მოხშირება,რაც გამოწვეულია კლიმატის გლობალურ ცვლილებასთან,მიწისძვრების გახშირებასთან და რაც მთავარია ადამიანის ინტენსიურ (ხშირად არასწორ) საქმიანობასთან.მოსწავლეები შეიძლება ჩასწვდნენ არა მხოლოდ ნებისმიერი საფრთხის აზრს,არამედ გააცნობიერონ,რომ საფრთხის თავიდან აცილება კოლექტიური პასუხისმგებლობაა და უპირველეს ყოვლისა,საკუთარი სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობაა.მნიშვნელოვანია,რომ კატასტროფებთან დაკავშირებულ რისკების შემცირება იქცეს გადაწყვეტილების მიღების უწყვეტი პროცესის ნაწილად,უსაფრთხო ქცევის წესების სწავლებით.მოსწავლეები მიხვდებიან რომ კატასტროფით გამოწვეული ზიანის შემცირება შესაძლებელია,თუ მოსახლეობა კარგადაა ინფორმირებული,რისი გაკეთებაა შესაძლებელი რისკების შესამცირებლად.მოსწავლეები მოაგროვებენ ინფორმაციას საქართველოს ბუნებრივ-კატასტროფულ მოვლენებზე,შეეცდებიან გამომწვევი მიზეზების დადგენას და შეეცდებიან მოძებნონ გზები თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება,გააკეთებენ პრეზენტაციას აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით,რისკების შესამცირებლად მოსახლეობის ინფორმირების მიზნით შექმნიან სპეციალურ ბუკლეტებს.

Friday, June 27, 2014

პირველი მოდულის რეფლექსია

ჯგუფის მონაწილეები გავეცანით ერთმანეთს,გავიგე თუ როგორ უნდა დავეხმარო პროექტებით ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევაში და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში,როგორ გამოვიყენო პროექტი სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისათვის.მოვიფიქრეთ პროექტის სათაური და მთავარი იდეები,რომელიც გავაცანით ერთმანეთს.ვისწავლეთ პუბლიკაციების შექმნა.